თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება, რასაკვირველია, აქ ჩვენ უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი უნდა წარმოვაჩინოთ
საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილის თქმით, ამ პროცესში უპირველესად ბიძინა ივანიშვილის როლი უნდა წარმოჩნდეს.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ზოგადად ის გარემოებები, რომლებიც დავით გარეჯთან დაკავშირებულ რუკებს ეხება. რასაკვირველია, აქ ჩვენ უპირველესად უნდა წარმოვაჩინოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის.
ახლა აპელირება იმასთან მიმართებით, რომ სხვა პირთა როლის აქტუალიზაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, ესეც თითიდან გამოწოვილი ერთგვარი სპეკულაციაა. რაც უფრო მეტად გავა დრო, საზოგადოება მით უფრო დარწმუნდება იმაში, რომ ეს მიდგომა, ეს სქემა იყო წინასწარ კარგად გაწერილი სცენარის ნაწილი“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.