1783603413
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ, სხვათა უფლებების დაცვას შორის. თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, პოზიტიური ვალდებულებაც, გაატაროს სათანადო ზომები“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.