თორნიკე ჭეიშვილი ფასების რეგულირებაზე: არის მზაობა, რომ თითოეული აქტორი ჩართული იყოს პროცესში, მათ შორის, ფასწარმოქმნის ეტაპზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ფასების რეგულირების პროცესში მონაწილეობას ბიზნესაქტორებიც მიიღებენ.
„არის მზაობა, რომ თითოეული აქტორი ჩართული იყოს პროცესში, მათ შორის, ფასწარმოქმნის ეტაპზე, იყოს დისკუსიაში მოწვეული. ერთი მხრივ, უნდა მოვისმინოთ ის გამოწვევები, რომელიც აქვს აქტორებს, მეორე მხრივ, ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე, რაც, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს უმთავრეს მიზანზე - სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების კლებაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, რომელიც პირდაპირპროპორციულ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
პარლამენტში დღეს სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის შემცირების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე იმსჯელებენ.