Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს, ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი, ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი

„როგორც ჩანს, ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი პაატა ბურჭულაძის მხრიდან, შესაძლოა ირიბ აღიარებადაც აღიქვას საზოგადოებამ.

„ფაქტობრივად ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი, თუმცა ეს არ არის საკმარისი და იმისთვის, რომ სათანადო სამართლებრივ პროცედურებამდე მივიდეს საქმე. საჭიროა მკაფიო აღიარება იმის, რაც მთელმა საზოგადოებამ 4 ოქტომბერს იხილა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.