Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა.

„ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც მათგან ამ კვლევის შედეგებს მოჰყვა. კვლევა ადასტურებს, რომ მათ დაკარგეს ნდობა საზოგადოებისგან და მათ მოიჭრეს ყველანაირი გზა იმისათვის, რათა ქართველ ხალხთან ისაუბრონ სამომავლო, თუნდაც პოლიტიკურ თემებზე“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

კვლევის შედეგებით ჯამში რვა ოპოზიციურ პარტიას 16 პროცენტი აქვს, მმართველ გუნდს კი ალოკაციის გარეშე 36.