Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, მათ ძალიან აღიზიანებთ ის პერსპექტივა, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„როგორც ჩანს მათ ძალიან აღიზიანებთ ის პერსპექტივა, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან. ევროკავშირი გარკვეულ საფრთხედ აღიქვამს იმას, რომ თუნდაც შეერთებულ შტატებთან კანდიდატმა სახელმწიფოებმა განავითარონ საკუთარი სამომავლო ურთიერთობები“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.