1775107005
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ყველანაირად ცდილობენ როგორმე რეპუტაციული ზიანი მიაყენონ დედაეკლესიას, წმინდა სინოდს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა და ახლა ცდილობენ რეპუტაციული ზიანი მიაყენონ წმინდა სინოდს.
„მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერთიანდა, როდესაც საქმე ეხებოდა უწმინდესისა და უნეტარესისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მიგებას, ეს იყო მათთვის თავზარდამცემი სურათი. ამის გათვალისწინებით, ახლა ყველანაირად ცდილობენ როგორმე მიაყენონ რეპუტაციული ზიანი დედაეკლესიას, წმინდა სინოდს“ - აღნიშნა ჭეიშვილმა.