Loading data...
თორნიკე ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: შეიძლება საქმე გვქონდეს ერთგვარ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ყურადღების გადატანა მის მიმართ არსებული კითხვებიდან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ერთგვარ სტრატეგიას, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ყურადღების გადატანა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არსებული კითხვებიდან, რომელიც გამოძიებას აქვს.

„იქამდე, ვიდრე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყებოდა და სამართლებრივი მსვლელობა მიეცემოდა მათ ამ განცხადებებს, დაბეჯითებით ფაქტობრივად, აცხადებდნენ იმას, რომ არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით.

როგორც კი დაინახეს, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში სრული სერიოზულობით, რა თქმა უნდა, ეკიდება საკითხს, მაშინვე მათი ნარატივი საპნის ბუშტივით გასკდა.

რაც შეეხება იმას, რომ ერთგვარი წყარო ამისა გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი, აქ შეიძლება ჩვენ საქმე გვქონდეს ერთგვარ სტრატეგიასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ყურადღების გადატანა მის მიმართ არსებული კითხვებიდან, რომელიც გამოძიებას აქვს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.