თორნიკე ჭეიშვილი „ენმ“-ის შესახებ: ეს არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება, ისინი ახლა საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და იქ დგამენ რაღაცა მასკარადს
„ეს, რა თქმა უნდა, არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება და ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა დაკვეთა შეიცვალა, ისინი ახლა საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და იქ დგამენ რაღაც მასკარადს, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს“, - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან.
ჭეიშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ლარსის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ე.წ. უკონტროლო შემოდინება არ ხდება.
„ისინი აცხადებდნენ, შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ თურმე ფულს სუნი არ უდის და მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში ისინი უპირველესად გულისხმობდნენ რუსულ ფულს. ამის საწინააღმდეგოდ, დღეს, როდესაც დაკვეთა შეიცვალა და ეს, რა თქმა უნდა, არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება და ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა დაკვეთა შეიცვალა, ისინი ახლა საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და იქ აი დგამენ ამ რაღაცა მასკარადს, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს.
ვინაიდან, თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს იმას, რომ არავითარ, ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა ლარსის მხრიდან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და შესაბამისი სალდოც კი არის ნეგატიური“, - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.