თორნიკე ჭეიშვილი: ამ აბსოლუტური კრახის და ფიასკოს ფონზე, ვგულისხმობ გუშინდელ ჩავარდნილ ანტიეროვნულ გეგმებს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ აგენტურის მისამართით დავალების არსი გარკვეულწილად შეიცვლება

„ამ აბსოლუტური კრახის და ფიასკოს ფონზე, რაც ჩვენ მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები, ვგულისხმობ გუშინდელ ჩავარდნილ ანტიეროვნულ გეგმებს, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ აგენტურის მისამართით დავალების არსი გარკვეულწილად შეიცვლება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი პროგნოზით, მოსალოდნელია გარე ძალების მხრიდან აგენტურის რებრენდინგის მცდელობა.
„ალბათ იქნება მცდელობა, რომ ერთგვარი რებრენდინგი მოხდეს, თუმცა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებით ამ სცენარის განვითარება უკვე ვიხილეთ, რომ ასევე სრული კრახით დასრულდა. ვგულისხმობ იმას, რომ ორი პარტია ჰყავდათ ასპარეზზე შემოყვანილი ამ შემთხვევაში, რომლებსაც მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა - „ლელო“ და გახარიას პარტია. ნახეთ რა შედეგი დადეს და ეს შედეგი არის ორჯერ და კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდათ. ასევე ვნახეთ ის აბსოლუტურად ფარისევლური განცხადებები - ე.წ. გამიჯვნა რუსთაველის გამზირსა თუ თავისუფლების მოედანზე, როდესაც უკვე ყველასთვის მკაფიო და გასაგები იყო, რომ არავითარი ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალება ვერ და არ შედგებოდა, დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო თითქოსდა შეცდომა, ვიღაცის მიერ ხალხის არასწორად გამოყენება“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.