Loading data...
ტიერი მარიანი: ნათელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ამჟამად ლიბერალური ელიტის კონტროლის ქვეშ არიან, ამ ელიტას კი ყველა სახელმწიფოს მიმართ ერთიანი დღის წესრიგი აქვს, მათ სურთ ყველა ერთ ყალიბში მოაქციონ

ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ უნგრეთში გამართულ პრაიდზე გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრაიდის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც წარსულში სტრასბურგის მერი იყო, თავად აკრძალა ქალაქში მსგავსი მსვლელობა.

„ერთ-ერთი ფრანგი ევროპარლამენტარი და წარსულში სტრასბურგის მერი, ვინც ლგბტქ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნითაც ვიხილეთ ბუდაპეშტის ქუჩებში, მაგრამ მე გეტყვით საიდუმლოს, სტრასბურგის მერობისას მან პირიქით, აკრძალა ქალაქში ამ სახის მსვლელობის მოწყობა. გამომდინარე აქედან გეტყვით, რომ ეს გახლავთ კიდევ ერთი საბაბი რომ ორბანს ომი გამოუცხადონ.

ნათელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ამჟამად ლიბერალური ელიტის კონტროლის ქვეშ არიან, ამ ელიტას კი ყველა სახელმწიფოს მიმართ ერთიანი დღის წესრიგი აქვს, მათ არ ადარდებთ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორია, მათ არც ვინმეს ტრადიციები ანაღვლებთ, მათ სურთ ყველა ერთ ყალიბში მოაქციონ. უნგრეთის წინააღმდეგ გადადგმული ასეთი ნაბიჯები სხვა შემთხვევებშიც გვინახავს“, - აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.

მარიანიმ პარალელი საქართველოსთანაც გაავლო.

„ეს ძალიან მაგონებს საქართველოს წინააღმდეგ გაწეულ ძალისხმევას, ბრიუსელში საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზეც ოცნებობენ.

ორბანი აირჩიეს, იმის მიუხედავად, მოსწონს ეს ვინმეს ბრიუსელში თუ არა, ვნახეთ იგივე თქვენს სახელმწიფოშიც, ლგბტქ საკითხები უბრალო საბაბია ბრიუსელის ხელში, რომ პოლიტიკური შოუ დადგან და კიდევ ერთხელ მიიტანონ იერიში თქვენზე თუ ვიქტორ ორბანზე, ლიდერებზე ვინც უარს ამბობს რომ დაემორჩილოს ბრიუსელის დღის წესრიგს“, - დასძინა ტიერი მარიანიმ.