Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს და მოქმედი მოადგილის პოზიციაზე ყოფნის გამო უწყების საქმიანობას დეტალურად იცნობს.

მისი თქმით, კანდიდატს, როგორც ხელმძღვანელს, შესაძლოა, საკუთარი ხედვები ჰქონდეს უწყების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც დეპუტატები დახურულ შეხვედრაზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ.

„ის 20 წელზე მეტია ამ სისტემაში მუშაობს, ასე რომ, დეტალურად იცნობს და სიახლე მისთვის არაფერი არ იქნება, როდესაც ის ხელმძღვანელის პოსტზე გადავა. თან, ის მოქმედი მოადგილეა, ამასაც მნიშვნელობა აქვს, ანუ ხელმძღვანელ რგოლში იყო. ასე რომ, ყველაფრის საქმის კურსშია, რა იყო მიმდინარე საქმიანობა. რა თქმა უნდა, მას, როგორც პიროვნებას, ექნება თავის შეხედულებები, როგორ უნდა განვითარდეს ამ უწყების შემდგომი საქმიანობა.

თქვენ იცით, რომ კანონი ითვალისწინებს და რეგლამენტი დახურულ ნაწილს ამ შეხვედრისა, ასე რომ ამ ნაწილში დეპუტატებს გვექნება საშუალება, უფრო დეტალურად მოვისმინოთ მისი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.