თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება, შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია, ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს, ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
„ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს - რა კარგი ქენით, თანხები რომ გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
მისი თქმით, თავდაპირველად ამ პარტიების ნაწილს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თუმცა მოგვიანებით მათ ალიანსები შექმნეს და ღიად დაიწყეს ანტიკონსტიტუციური მოქმედებები.
„როდესაც ამ სარჩელს პირველად წარვადგენდით, იქ ითქვა და დიფერენციაციაც მოვახდინეთ, რომ მართალია X პარტიაზე ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, Y პარტიაზეც შეგვიძლია იგივე მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ მივყვებით ევროპულ ტრადიციებს. თუ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც გავლენა თითქმის არ აქვს და ამინდის შექმნაც კი არ შეუძლია, სასამართლო ამას განუხილველადაც კი ტოვებს. ამ მოტივით წერს, რომ კი, შეიძლება ის არაკონსტიტუციური იყოს, მაგრამ იმდენად არასერიოზული ორგანიზაციაა, რომ ამას არ განვიხილავო. ამიტომ პირველი სარჩელი რომ შევიტანეთ, იყო იქ ორგანიზაციები, რომლებზეც თავიდან ვთქვით, რომ მოდი, არ შევიტანოთ იმის გამო, რომ, როგორც ევროპელები აკეთებენ, ჩავთვალოთ არასერიოზულად. მაგრამ მერე და მერე ხან ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. თან ასაბუთებდნენ იმით, რომ არჩევნების გზით ამათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება შეუძლებელია, ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა, არაკონსტიტუციური გზებიო. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს - რა კარგი ქენით, თანხები რომ გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.