თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები
„ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
მან რადიკალების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ.
„წარმოიდგინეთ, ვინ აწერს ამას ხელს - ერთი არის ესტონური „ენჯეოს“ წარმომადგენელი. აქედან გაიქცა და ნიფ-ნიფის ხუხულაში დაარეგისტრირა თავისი ორგანიზაცია; მეორეა ტაივანის წარმომადგენელი საქართველოში და ამბობს, რომ აქ თურმე, შიიტ ტერორისტებს ვამზადებთ და ამერიკას ეუბნება, ლამის, „მოფრინდი და დაბომბე აქაურობა, აგერ, ტერორისტებს ამზადებენო.“ ეს ხალხი შემდეგ, ამავე განცხადებაში თავის თავს პატრიოტებს უწოდებენ. ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, რომ მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები, რომელიც ხალხმა უკვე იცის“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.