თენგიზ შარმანაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია, პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ

რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, რაღაც პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეეცდებიან, პატრონებს დაანახონ, რომ მათ ფულს ტყუილად არ უხდიან და რაღაც მოქმედებებს სჩადიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ.
„საქართველოს კონსტიტუციით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, მაგრამ კონსტიტუციაში ისიც წერია, რა მოხდება, თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხელისუფლება კონსტიტუციიდან გამომდინარე ჩაერევა და არავის ვურჩევ, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, რაღაც პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს მიიღებს.
„ნაცმოძრაობას“ იმის რესურსი არ გააჩნია, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალოს. შეეცდებიან, პატრონებს დაანახონ, რომ მათ ფულს ტყუილად არ უხდიან და რაღაც მოქმედებებს სჩადიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რაზედაც პასუხს აგებს. სასამართლოს წინაშე წარდგება და თუ რაიმე აქვს თავის გასამართლებელი, ამის ასპარეზი ექნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.