Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: პეტერ ფიშერს ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, განაცხადი შემოიტანოს და იქნებ, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს

სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს, ვერც გერმანია და ვერც სხვა, ეს თემა დავხუროთ, პეტერ ფიშერის გამონათქვამების კომენტირებას უკვე აზრი დაეკარგა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პეტერ ფიშერის განცხადებები რადიკალური ქართული მოძრაობების წარმომადგენლის განცხადებებს ჰგავს.

„ვიცი, რომ დიპლომატის რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება აკრძალულია, მაგრამ უფლებამოსილება ზაფხულში ხომ შეუწყდება, რადგან ვადა გასდის და ვურჩევ, რომელიმე რადიკალურ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს.

განაცხადი შემოიტანოს და იქნებ, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს. იმათზე უარეს განცხადებებს აკეთებს და იმათზე უფრო რადიკალურია.

ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ ასე უნდა. მას, როგორც გერმანიის წარმომადგენელს, ისე არ ვუყურებ. ვუყურებ, როგორც რადიკალური ქართული და დასავლური მოძრაობების წარმომადგენელს საქართველოში“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.