1773059822
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ, ისევ რევოლუციაზე აქვთ ტვინი მოწყობილი
„ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.
შარმანაშვილის თქმით, ისევ რევოლუციაზე აქვთ ტვინი მოწყობილი, რომელიც ხუთჯერ ვერ განახორციელეს.
„მეექვსეჯერ, მეშვიდეჯერაც ასე მოუვათ. ჰოდა, იფაფხურონ და იყვნენ. როდესაც ბრძანება არ აქვთ ხოლმე მოსული, რომ ერთად იყვნენ ან გაერთიანდნენ, ეს ადამიანები ისეთ რამეებს ამბობენ ერთმანეთზე, ცუდ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრება. შემდეგ, 15 წუთში რატომღაც თანამებრძოლები და მეგობრები ხდებიან. უნდათ ქართველი ხალხი დაარწმუნონ, რომ კოალიციურად რაღაც სასიკეთოს გაუკეთებენ საქართველოს. ხალხი ამას არ დაიჯერებს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.