Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი, საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით

„აგენტი ახალი არ ჰყავთ ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, გარე ძალებმა მათი არასწორი გადაწყვეტილებებით სიკვდილამდე მიიყვანეს ოპოზიციური პარტიები.

„იმის გამო, რომ მათ დაუშვეს შეცდომები და ამის ხმამაღლა აღიარება არ უნდათ არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. იმის გამო, რომ ისინი ფაქტობრივად აფინანსებდნენ ყველა რევოლუციურ პროცესს საქართველოში. როდესაც პრეზიდენტის სასახლეს იღებდნენ, წინა დღეს გამოვიდა ოფიციალური პრესსპიკერი ევროკავშირიდან და „მხარს ვუჭერო ამ მშვიდობიან აქციასო“. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.