Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს

„ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრება იქნებოდა.

„წარმოიდგინეთ რა ვითარება იქნებოდა დღეს საქართველოს პარლამენტში ის 61 ოპოზიციონერი რომ იჯდეს. აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური შეჯიბრება იქნებოდა. იმის გამო, რომ რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდათ და რევოლუციის გარდა არც ერთ ვარიანტზე არ ფიქრობდნენ მათი პატრონები, დიდ ნაწილს უთხრეს, რომ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ამან რა გამოიწვია? ცენტრალურ ნაწილში ხომ ჩამოშორდნენ პოლიტიკას, ადგილობრივ ორგანიზაციებიც ჩამოაშორეს“, - განაცხადა შარმანაშვილმა