Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ერთმანეთის შეუთავსებლობა აქვთ.

„ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება. ორი და სამი ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ერთმანეთს არ შეერევა, ქიმიის კანონის და ბუნების კანონიდან გამომდინარე. ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველო კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ ერთი დიქტატორი ეჯდათ თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო, რაღაცნაირად ესენი ერეგულირებინა. ახლა, როდესაც თვითონ დამოუკიდებლად მივიდნენ ერთმანეთთან, ვერ მივიდოდნენ იმიტომ, რომ მართლა ეზიზღებათ ერთმანეთი. შეუთავსებელი ხალხია. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, ასეთი ხალხია. ამიტომ იმთავითვე ვამბობდით, რომ ეს გაერთიანება, ეს ორგანიზაცია არის მკვდრადშობილი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ. ჩვენი დახმარება არ დასჭირდებათ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.