Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ? პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს

„ნანუკა ჟორჟოლიანი რომელი დიდი მოაზროვნე მყავს, რომ ყოველ დილით მის უაზრო ნააზრევზე კომენტარი გავაკეთოთ? პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს და ვერც მომავალში გააკეთებს. მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე ურთიერთბრალდებებსა და კრიზისს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, „მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

„როდესაც მთელი ეს ორგანიზაცია მისი არსებობის განმავლობაში ერთი კაცის მოსაზრებებზე არის დამოკიდებული, დილით როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და შემდეგ შეათანხმებს თუ არა ამ თავის იმპულსურ მოსაზრებებს უცხოელ პატრონებთან, ზოგჯერ ვერც ათანხმებს ხოლმე და მაინც მათ წინააღმდეგ მიდის, შემდეგ ისევ უბრუნდება მათ დანაბარებს, იმდენად ქაოსური ვითარებაა შექმნილი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდებიან და გადმოლაგდებიან“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.