Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი გახსნილია და ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზიც დადებითია, საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა

„შს სამინისტრომ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაზეც ვიკა ფილფანმა ისაუბრა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მკვლელობის გახსნის კოეფიციენტი გახსნილია და ნარკოტიკებთან ბრძოლის ხაზიც დადებითია.

„საქართველოს ისტორიაში უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკების ეს რაოდენობა არ ამოღებულა და ამდენი გამსაღებელი არ დაუკავებიათ.

მათი ხელმძღვანელი ყოფილი შს მინისტრი იყო და გულწრფელები რომ იყვნენ, ციფრები შეადარონ. რატომ ცრუობდა სოფო ხორგუანი გუშინ, რომ თითქოს, მე ვთქვი, ოკუპირებული ტერიტორიები დავკარგე? ვთქვი, რომ კონტროლი დაიკარგა. რატომ ცრუობენ ხოლმე, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.