1754309201
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე: ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა

ე.წ. „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ნორმალური ფორმა არის დამხობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც 4 ოქტომბრისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.
შარმანაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ყველა ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.
„ჩვენ ზუსტად ამას ვამტკიცებთ და ვამბობთ, რომ ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში ოდესმე ჩაჯდება და კონსტიტუციური გზებით შეეცდება ხელისუფლებაში მოსვლას. მისი ყველა ნაბიჯი არის საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგო“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.