Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს

„კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

წამყვანმა ჰკითხა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს „ქართული ოცნების“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი ოპოზიციური პარტიები, ხუთიდან ოთხი პარტია არის არჩევნებზე ბარიერგადალახული პარტია, რომლებსაც 600-700 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, რა მოხდება ამ შემთხვევაში.

ის, ვინც ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ნახეთ, რომ ზოგ პარტიას გაუნახევრდა შედეგი, ზოგს გაუმესამედდა კიდეც. არალეგიტიმური ნაბიჯების გადადგმა ხალხმა და ამომრჩეველმა არ აპატიათ. ამომრჩეველს მიაყარეს მანდატები სახეში და უთხრეს: ჩვენ ახლა დირექტივა მოგვივიდა ჩვენი უფროსებისგან და მერე რა, რომ შენ იქ გამამწესე ოპონენტად, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებო. ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში ისინი სულ უფრო ნაკლებ ხმას აიღებენ. თუ პარტია არაკონსტიტუციურია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ამომრჩეველი უჭერს მხარს - მართლმსაჯულებაში პოლიტიკის ელემენტებს ვერ შემოვიტანთ.

კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შეიძლება ხელისუფლებიდან ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.