Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება, რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და ბანერებზე სიტყვა „რუსულს“ აწერს, ეს მხოლოდ სასაცილოა

„ხოშტარიასგან ბანერზე „რუსულის“ დაწერა სასაცილო და მიუღებელია. პუტინი რუსეთის ფედერაციიდან ვინმეს ერთ თეთრს მისცემს, თუ მას ის მტრად მიაჩნია, ან თუ მიაჩნია, რომ ის პოლიტიკურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

„მართლა სულელები ვგონივართ და მართლა სულელები ჰგონიათ ამომრჩეველი, რომ ამას ვერ ხვდებოდეს? ეს ათიათასობით დოლარი, რომელიც რუსეთისგან მოემართება, სწორედ ამ საქმიანობისკენ მიდის. ის მათ საქმეს აკეთებს. ამაზე კითხვების დასმა უკვე უხერხული და სასაცილოცაა. ვინც გინდა, დააწეროს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ – არა. უხერხული და სასაცილოა. თუ სიტყვა „რუსულის“ გამოყენება მოსწონს და ამას სოლიდარობას ეძახის, მაშინ ამას „რუსულ სოლიდარობას“ დავარქმევდი. ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება, რადგან ეს არის პროვოკაცია. როგორ შეიძლება პროტესტი იყოს? რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და პლაკატებზე და ბანერებზე სიტყვა „რუსულს“ აწერს, ეს მხოლოდ სასაცილოა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.