Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება უსამართლოა და საქართველოში დესტრუქციული ქმედებების წახალისებისკენ არის მიმართული, პირველი ნაბიჯი „ბიბისიმ“ გადადგა

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება უსამართლოა და საქართველოში დესტრუქციული ქმედებების წახალისებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„პირველი ნაბიჯი „ბიბისიმ“ გადადგა და ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. ყოვლად წარმოუდგენელი ტყუილი გაავრცელეს, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „კამიტი“ არსად უნახავთ და, თავისი ჭკუით, მაინცდამაინც ჩვენ გვაშოვნინეს და გამოგვაყენებინეს.

თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არნახული ტყუილი იყო. ეს ფილმი გავასაჩივრეთ და საშველი არ დააყენეს, წესიერად არც კი განიხილეს. იმდენად რთული მექანიზმი აქვთ, რომ ფილმი ისევ „ბიბისიში“ უნდა გავასაჩივროთ. ბოლოს ბრიტანეთის სასამართლომდე მივალთ. საჭირო თუ იქნება, საერთაშორისო მექანიზმებსაც მივმართავთ, ასე არ დავტოვებთ.

კარგად იციან, რომ სასამართლოს ადრე თუ გვიან წააგებენ და უძლურები იქნებიან. იცით, რას აკეთებენ? – ეს პროცესი რა დროშიც გაგრძელდება, იმდენი ხანი ილაპარაკებენ ამაზე, ტყუილებს რეზოლუციებში ასახავენ, ამას აქაური რადიკალები აიტაცებენ. უნდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში გადაგვიყვანონ. ეს ტყუილები მათი მარცხით დასრულდება“, - აცხადებს შარმანაშვილი.