1762512840
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქმენეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა თურქმენეთის მხარის ინიციატივით გაიმართა.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქმენეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.