Loading data...
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მილანოვიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.