თბილისის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის
თბილისელები დღეს დედაქალაქის მერს აირჩევენ. დედაქალაქის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.
• თეიმურაზ ბოკელავაძე, „მამული, ენა, სარწმუნოება“ №1;
• ზურაბ მახარაძე, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ №3;
• კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველო“ №7;
• ოთარ ჭითანავა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ №8;
• ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო-ლელო“ №9;
• გიორგი ლილუაშვილი, „საქართველო“ №11;
• გიორგი გაჩეჩილაძე, „მწვანეთა პარტია“ №12;
• იაგო ხვიჩია, „გირჩი“ №36.
• კახა კალაძე, „ქართული ოცნება“ №41;
მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.
თუ მერის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო განსაზღვრულ ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.