თამარ ტალიაშვილმა მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, მიღებას, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მაიკლ რიგასმა უმასპინძლა.
„მიღებაში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ასევე სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მათ შორის წარმოდგენილი იყო აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ახლად დანიშნული თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი. მასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
ღონისძიება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პატივსაცემaდ გაიმართა“, – წერს საელჩო.