1790257717
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინსსა და სტივ უიტკოფს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სენატორ სტივ დეინსსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.
„გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე „მშვიდობით მოპოვებული კეთილდღეობა” შევხვდი სენატორ სტივ დეინსსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს.
საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმზე ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს გლობალურ კონტექსტში მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარების საქმეში“, - აცხადებს თამარ ტალიაშვილი.