Loading data...
თამარ ტალიაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება

აშშ-ში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება. 

„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დატვირთულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრებით და ასევე, პანელური დისკუსიებით. ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას.

აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას და მთლიანობაში ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება „მშვიდობა, წესრიგი და სტაბილურობა“, - განუცხადა ტალიაშვილმა ჟურნალისტებს.