Loading data...
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მომდევნო დღეებშიც გამართავს.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი შეხვედრას, რომელიც ახლახან დასრულდა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. ამ შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ პრინციპულ და არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვისა და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის.

ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ აქტიური დინამიკა ამ ურთიერთობების განახლების და ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.