Loading data...
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა. 

როგორც თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და პარასპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას აშშ-ში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების, ვიზიტების გაცვლისა და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.