Loading data...
თალაკვაძე: გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დესტრუქციის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ არ არის.

მისივე განცხადებით, პარტია მზადაა მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. 

როგორც პარლამენტის სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია.

„გუშინ, 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა: მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია.

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას. საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზემოთ დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის დაცვა და ეროვნული ინტეგრაციის გზაზე  არსებითი პროგრესიის მიღწევა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა. მზად ვართ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარ არ არის ამ ქვეყანაში. ახლა ერთიანობის და ერთად დგომის დროა, უნდა დავიცვათ - მამული, ენა, სარწმუნოება, ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - აცხადებს თალაკვაძე.