1780860736
პოლიტიკა
სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა ფსევდოერთობა არის დაკვეთა, რასაც იღებენ გარედან.
„ოპოზიციის ყველა ფსევდოერთობა არის დაკვეთა, რასაც იღებენ გარედან და რომელიც საბოლოოდ ვერ ხორციელდება ხოლმე, რადგან ეს პიროვნული ამბიციები ყოველთვის გადასძალავს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.