Loading data...
სოზარ სუბარი საკონსტიტუციო სარჩელის სამიზნე პარტიებზე: ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გრძელდება სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროპასა თუ ამერიკაში სახელმწიფოს წინააღმდეგ კანონების ლობირება

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გრძელდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეხება. მან ამ პარტიების მიზნებსა და მცდელობებზეც ისაუბრა.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გრძელდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, გრძელდება კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, გრძელდება ევროპასა თუ ამერიკაში სახელმწიფოს წინააღმდეგ კანონების ლობირება და მცდელობები, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები დღესაც იყოს დარღვეული, თუნდაც იმით, რომ ისინი ითხოვენ, გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიწვეულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფაქტობრივად, აღიარეს, რომ ომის დაწყებაში დანაშაული მიუძღოდა მიხეილ სააკაშვილს.

„მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. 2004 წლიდან მოყოლებული უამრავი პროპაგანდა ჩატარდა, რომლებიც პრაქტიკულად ომის გაღვივებისკენ იყო მიმართული“, - აღნიშნა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 30 ოქტომბერს შევიდა.