სოზარ სუბარი გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე: სამშობლო, ღმერთი, სარწმუნოება მათთვის უცხოეთმა ჩაანაცვლა - თამამად შეუძლიათ გაყიდონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის მდივანი სოზარ სუბარი შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებს ეხება.
„ძალიან თამამად შეუძლიათ გაყიდონ საქართველო, ჩართონ ომში, დაუწესონ ქვეყნისთვის დამღუპველი სანქციები ნებისმიერ ქვეყანას, რომელზეც გარედან მოვა ბრძანება. სამშობლო, ღმერთი, სარწმუნოება, ყველაფერი მათთვის უცხოეთმა ჩაანაცვლა და რომელიმე საელჩოს ნათქვამმა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე ისაუბრა, რომლებიც, მხოლოდ, გარე ძალების დავალებებს ასრულებენ.
„პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს კასტა ადამიანებისა, რომელიც მოწყდა თავის სამშობლოს, სიტყვა სამშობლოსაც კი არ აღიარებენ და არიან გარკვეული ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.