Loading data...
სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე

„თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული.

„ძალიან დიდი ქონება დააგროვეს, ეს ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის ღალატის, საკუთარი სამშობლოს ტერიტორიების მტრისთვის ჩაბარების ხარჯზე. ასეთი უამრავი სიბინძურე გააკეთეს. ახლა, ბუნებრივია, მათ სურვილი აქვთ ამ სცენარებში ისევ ისე იყვნენ, როგორც მოქმედი პირები.

არ დაკარგონ მათ თავიანთი მნიშვნელობა, ფუნქცია გარე პატრონებთან და რასაკვირველია, ამის გამო ხდება წამოძახებები, ცოდვების ერთმანეთზე. უნდათ, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი ქულები მიიწერონ და გარე პატრონების წარმოსახვაში წარმოჩნდნენ როგორც საქმის მკეთებლები“, - აღნიშნა მმართველი გუნდოს დეპუტატმა. 

გიორგი სოსიაშვილის თქმითვე, რადიკალები დაცლილები არიან ყოველგვარი ძალისგან.

„მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკი აღარ მაქვს, მაგრამ საზოგადოებამაც უკვე დაინახა, კაციშვილი აღარავინ გამოდის. ხედავენ, რომ ესენი არიან ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ჩვეულებრივი თაღლითები, ქვეყნის უფსკრულში გადამჩეხი ხალხი“, - დასძინა მან.