Loading data...
სოსიაშვილი ოპოზიციაზე: თუ მათ სურვილი აქვთ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აგერ, ბურთი და მოედანი, სცადონ თავიანთი ბედი

„პრეზიდენტის შეთავაზება ძალიან ნათლად გამოაჩენს ამ რადიკალთა მიზნებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი ოპონენტები გადაწყვეტილებებს გარე ძალების ინტერესებით და კარნახით იღებენ.

„თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციას ბოლო არ უჩანდა, როგორც ამ რადიკალთა წრეებში, ასევე, მათი პატრონების მხრიდან, თითქოს რაღაც პოლიტიკური დევნა განხორციელდა.

ვფიქრობ, რომ მათ ერთგვარად ხრიკი მოიფიქრეს იმისთვის, რომ ამომრჩევლის წინაშე თავი გაემართლებინათ, რადგან აღარანაირი რეიტინგი არ გააჩნიათ, თვით პატიმრობის მიზანი გაუჩნდათ. შესაბამისად, პრეზიდენტის შეთავაზება ძალიან ნათლად გამოაჩენს ამ რადიკალთა მიზნებს.

თუ მათ სურვილი აქვთ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აგერ, ბურთი და მოედანი, სცადონ თავიანთი ბედი, მაგრამ ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მათ არანაირი მხარდაჭერის იმედი არ აქვთ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.