სოსიაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
„ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ქალბატონი გჟებიკი, რომელიც პოლონეთის სახელისუფლებო წრეებთან არის აფილირებული, საქართველოში ფორმალურად გამოგზავნეს. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა რგოლში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახლდათ.
პრაქტიკულად წინასწარ დაწერილი დოკუმენტი, წინასწარ დაწერილი დასკვნა გაასაღეს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნად, რომელიც თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აბსურდის თეატრის მორიგი წარმოდგენა გამართონ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.