Loading data...
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 3 ივლისს თბილისში ჩამოდის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 3 ივლისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მირზოიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს  და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით გათვალისწინებულ სხვადასხვა პუნქტს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში მირზოიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ის ასევე გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.