Loading data...
სიმონ გულედანი: ცხოველთა ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გამოიყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად

„პოლიტიკურმა პარტიებმა და ე.წ. ცხოველთა დამცველებმა ატეხეს ტყუილი აჟიოტაჟი, რასაც იყენებენ ჩვენი პარტიის დისკრედიტაციის მიზნით“, – ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხოველთა თავშესაფარში მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება.

„შემიძლია ვთქვა, რომ ცოცხლად დაწვის არცერთი ფაქტი არ არსებობს. ჩვენს ცხოველთა თავშესაფარში ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც არის გაწერილი. ხდება დაჩიპვა, კასტრაცია-სტერილიზაცია და შემდგომ ადგილზე დაბრუნება. ამ თემას პოლიტიკურად აშუქებენ. თითოეულ მოქალაქესთან მექნება თხოვნა, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას და ამ თემას პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანთ“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.