Loading data...
შოთა ბერეკაშვილი: შემდეგი ეტაპია შეხვედრები იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, აღნიშნული კომპანიები მნიშვნელოვან როლს განსაზღვრავენ ფასწარმოქმნის ჯაჭვში

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისია მუშაობას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, ჩვენ დავასრულეთ შეხვედრები ფასწარმოქმნის ჯაჭვში პირველ რგოლთან. 31-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, შევისწავლეთ მათი როგორც საოპერაციო, ისე საწარმოო ხარჯები, ასევე, ფინანსური სტაბილურობა. 6-ზე მეტი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით, რომელიც საბოლოო ჯამში, აწვება ერთეულის ფასს და აძვირებს სამომხმარებლო პროდუქციას. ფასწარმოქმნის ჯაჭვში თითოეული რგოლი უნდა შევისწავლოთ, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან.

შემდეგი ეტაპია შეხვედრები იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან. აღნიშნული კომპანიები მნიშვნელოვან როლს განსაზღვრავენ ფასწარმოქმნის ჯაჭვში. აქაც, ჩვენი მიდგომა იქნება მსგავსი - ჩვენ შევისწავლით მათ საოპერაციო ხარჯებს, ასევე ფინანსურ სტაბილურობას. შევხედავთ, თუ რა გარემოებები იწვევს ფასწარმოქმნის ჯაჭვში ფასის ზრდას“, - აცხადებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი.

გასულ კვირას, კომისიის წევრებმა ფასების საკითხზე ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის და ტკბილეულის მწარმოებლებთან ერთად იმსჯელეს.