Loading data...
შოთა ბერეკაშვილი: ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ხვალიდან აქტიურ მუშაობას იწყებს, შეხვედრა გვექნება საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან

ხვალიდან ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია აქტიურ მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის ფარგლებში მათ შეხვედრა ექნებათ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან.

„შეხვედრის მიზანი იქნება, რომ მოვუსმინოთ მათ. გვინდა გავერკვეთ ბიზნესის საოპერაციო პროცესებში. განვიხილოთ წარმოების ფასწარმოქმნის ჯაჭვი მათთან ერთად. კერძოდ, რა პროცესები იწვევს ფასის ზრდას, რა პროცესები იწვევს ინფლაციურ წნეხს და ერთად ვიმსჯელებთ.

გვექნება ძალიან გახსნილი დისკუსია. იმედი გვაქვს, რომ სწორი ანალიზით, ანალიტიკით შევჯერდებით საერთო გადაწყვეტილებებზე, რომელიც ერთი მხრივ, მისაღები იქნება ბიზნესისთვის და ასევე - საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.