შარმანაშვილი სააკაშვილზე: მისი გაუაზრებელი ნაბიჯების გამო საქართველომ „ეს ხმა ტკბილი“ უკვე მოისმინა 2008 წელს
„ეს ხმა ტკბილი“ მისი გაუაზრებელი ნაბიჯების გამო საქართველომ უკვე მოისმინა 2008 წელს. სამწუხაროდ, ვერაფერი დასკვნა ვერ გამოიტანა აქედან“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის მსგავსად, ლიდერის მკვლელობის სცენარის განვითარება საქართველოშიც სურს.
თქმით, სააკაშვილს ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ არ მიაჩნია.
„ახლა რას ამბობს, რომ რაღაც აფეთქებები უნდა მოხდეს უცხო ქვეყნის საჰაერო ძალებიდან და ამის გაგონება უნდა? მას არ მიაჩნია ეს ქვეყანა თავის სამშობლოდ და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებს.
როგორ შეიძლება, აი, თუნდაც საქართველოს პრეზიდენტი იყო 2-ჯერ და მერე სასამართლოზე განაცხადო - მე უკრაინელი ვარ, თარჯიმანი მჭირდება და ქართულად არ ვისაუბრებო, არ არის ეს ქვეყანა მისი სამშობლო. ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებს და ახლაც იგივე გაიმეორა, რამე სიახლე ჩემთვის არ არის“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.