Loading data...
შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ვერც რევოლუციას ახდენენ და არც თამაშის წესებიც იციან, საკუთარ მოსახლეობას როგორ ესაუბრონ, იქნებ სხვა საქმიანობის სფერო გამონახონ

„ვერც რევოლუციას ახდენენ და არც თამაშის წესებიც იციან, საკუთარ მოსახლეობას როგორ ესაუბრონ, იქნებ სხვა საქმიანობის სფერო გამონახონ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი. 

„როდესაც შენ შენს ხალხთან წყვეტ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მიხვალ ამ კატასტროფამდე, რომლის აღიარებაც ახლა მოუწიათ. ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და ვერანაირ პატრონებთან ურთიერთობა მათ ვერ უშველით, თუ ქართველი ხალხი არ იქნება განწყობილი იმისთვის, რომ შენ გადმოგაბაროს ხელისუფლება.

არაფერი არ არის შედეგის მომტანი, იმიტომ, რომ ისინი იქცევიან არა, როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსები, იქცევიან, როგორც მეორეხარისხოვანი რევოლუციონერები, რომლებიც ვერც რევოლუციას ახდენენ და თამაშის წესებიც კი არ იციან, საკუთარ მოსახლეობას როგორ ესაუბრონ. ერთი რჩევა მაქვს მათთვის, იქნებ სხვა საქმიანობის სფერო გამონახონ, ხომ ხედავენ, რომ ამ საქმეში ვერ ერკვევიან“, - აცხადებს შარმანაშვილი.