1741689152
პოლიტიკა
შარმანაშვილი ოპოზიციაზე: მათ ერთი პატრონი ჰყავთ, როდესაც მოვიდა დირექტივა, ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა

„გაირკვა, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და როდესაც მოვიდა დირექტივა, ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს.
„ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები დააკავშირეს. გუშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ისეთ რაღაცებს ეძახდნენ, უზრდელობის უკანასკნელი ფორმებით მოიხსენიებდნენ, 15 წუთში ის სათავეში ჩაუყენეს. გაირკვა, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და როდესაც მოვიდა დირექტივა, ერთად უნდა იყვნენ, ყველამ ეს უყოყმანოდ გააკეთა. როგორ შეიძლებოდა, როგორ წარმოგედგინათ, რომ ისინი ოდესმე ერთად იქნებოდნენ?“ - აღნიშნავს შარმანაშვილი.