1775115625
პოლიტიკა
შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ
ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე, რომ თითქოს კრემატორიუმში ცხოველები დაწვეს.
მისი თქმით, უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო
განწყობები გამოეწვიათ.
„ახლა ხომ მთელმა საქართველომ დაინახა, ასეთი ტყუილი გაავრცელეს, მაგრამ რა თქმა უნდა, დროზე გაეცა მათ პასუხი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.