1772437014
პოლიტიკა
შარმანაშვილი გვარამიაზე: არ ჩათვალოთ, რომ ეს არის მისი პირადი განწყობა, რასაც შეუკვეთენ, იმას ამბობს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება.
შარმანაშვილის თქმით, გვარამიას, რაც კონკრეტულ მომენტში სჭირდება იმას ამბობს.
„ხომ არ გახსოვს ნიკა გვარამია რას ეძახდა სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ეთერში? მე მრცხვენია და ამ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. ცოტა ხანში ლიდერად რომ წარმოგვიჩინა, ფანჩატურში რომ დასხდნენ და ათასგვარ რეზოლუციებს თუ ქარტიებს მოაწერეს ხელი და უკვე კეთილშობილი, გახდა ეს ქალბატონი, ესეც გემახსოვრებათ. არ ჩათვალოთ, რომ ეს არის მისი პირადი განწყობა ან აზრები, რასაც შეუკვეთენ, იმას ამბობს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.